აშშ-ში გამანადგურებელი ჩამოვარდა

აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარე სამხედრო საზღვაო ძალების ბაზასთან F/A-18E Super Hornet ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა.
ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
ამჟამად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულია, რომ გამანადგურებელი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.
Reuters-ი წერს, რომ პილოტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები