„სილამაზე უბერებელია“ – 31 ივლისი ხათუნა კოტრიკაძის დაბადების დღეა
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე დღეს 64 წლის გახდა. ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი ულოცავს მას დაბადების დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„გახსოვთ ეს ლამაზი ღიმილი? ან ეს ეშმაკური გამოხედვა?
რაღა თქმა უნდა, გახსოვთ. ეს ხათუნა კოტრიკაცის სავიზიტო ბარათი იყო წლების წინათ, როცა პირველად გამოჩნდა ქართულ კინოში და ხან თავისი ნებით თხოვდებოდა და ხანაც იტაცებდნენ.
ხათუნა კოტრიკაძეს დღეს, 31 ივლისს, დაბადების დღე აქვს. თავის მეგობრებს, თაყვანისმცემლებს ფეისბუქში არ უმალავს ასაკს და ნურც ჩვენ დავუმალავთ, ხათუნა 64 წლისა გამხდარა. ის ისევ უჩვეულოდ ლამაზია და მისი ულამაზესი ღიმილიც ისევე გვაოცებს, როგორც მაშინ, ეკრანიდან რომ გვიღიმოდა.
ხათუნა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის დავით გოგიას მეუღლე გახლავთ. ფეისბუქში ხშირად აქვეყნებს შვილის, შვილიშვილების ფოტოსურათებს, ამით გვეუბნება, რომ ის უკვე ბებიაა, მაგრამ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი ფოტოები მისსავე გვერდზე და დარწმუნდებით, რომ სილამაზე უბერებელია.
დაბადების დღეს ვულოცავთ ქართული კინოს ულამაზეს ვარსკვლავს – ხათუნა კოტრიკაძეს“, – წერს ამირან ბუთურიშვილი.