კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, კრეტას კუნძულზე 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
Kathimerini-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ეგეოსის ზღვის რამდენიმე რაიონში იგრძნობოდა.
ტურისტების თქმით, მიწისქვეშა ბიძგები 4-5 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
საბერძნეთში, ათენთან ახლოს 19 ივლისს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც 2 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად, 4 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რამდენიმე შენობა კი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები