„ანანურის ციხეს შველა სჭირდება“ – სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული უბნები დროებით დაიკეტება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დღეს ანანურის სამონასტრო კომპლექსის ყველაზე დაზიანებულ უბნებს დამთვალიერებლებისთვის დროებით დაკეტავს, გალავნის დაზიანებული მონაკვეთები კი აღიწერება.
გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც   „საყდრისის კომიტეტის“ წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაავრცელეს.
ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ანანურში და ნახეს, რომ გალავნის ზოგიერთი მონაკვეთი და კიბის საფეხურები ჩამოშლილი იყო. „ღვთაების ტაძარში“ კი, ისტორიულ ფრესკებზე, ამოკაწრულია წარწერები.
„ანანურის ციხეს შველა სჭირდება  – იმ ფონზე, როცა კომპლექსის ტერიტორიაზე არანაირ შემაკავებელ ბარიერსა და საინფორმაციო დაფას არ ვხვდებით, ძეგლის ეს პრობლემები მხოლოდ ტურისტების პასუხისმგებლობა არ არის“… – დაწერეს „საყდრისი კომიტეტის“ წევრებმა ფეისბუქზე.
„საყდრისის კომიტეტის“ წევრები ამ ვითარებას ხსნიან იმით, რომ ანანური ძალიან ცნობილი ძეგლია და უამრავი ტურისტი სტუმრობს. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება შესვლა და სად არა, დადიან ყველგან, რამაც განაპირობა კიდეც ზემოხსენებული დაზიანებები.

ფოტო: ნინო ბურჭულაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები