ერთი ხელფასით – ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ხელმისაწვდომია
ერთი ხელფასით ყველაზე მეტი ბენზინის შეძენა ლუქსემბურგში შეუძლიათ, ყველაზე ნაკლების – უკრაინაში. „ევროსტატის“ გამოთვლებით, ლუქსემბურგის მაცხოვრებელს ერთი ხელფასით 2,9 ათასი ლიტრი ბენზინის ( “რეგულარი”) შეძენა შეუძლია. მეორე ადგილზე რეიტინგში ნორვეგიაა – აქ ერთი ხელფასით 2.2 ათასი ლიტრის შეძენაა შესაძლებელი. ხუთეულში მოხვდნენ ავსტრია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებში ერთი ხელფასით 1.9 ათასი ლიტრი ბენზინის ყიდვაა შესაძლებელი.
რუსეთში, რომელიც რეიტინგში მეთექვსმეტეა, ერთი ხელფასით 927 ლიტრის შეძენაა შესაძლებელი, უკრაინაში მხოლოდ 279 ლიტრის. დაბალი მსყიდველუნარიანობა დაფიქსირდა ბულგარეთში, რუმინეთში, ლატვიასა და ბელორუსიაშიც. როგორც lenta.ru წერს, ამ ქვეყნებში ერთი ხელფასით მხოლოდ 560 ლიტრი ბენზინის შეძენა ხერხდება.