„რუსეთის გადაწყვეტილება, არ ჩაერიოს საქართველოს ევროინტეგრაციაში, მთავრობის დამსახურებაც არის“
“პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი, ამირან გიგუაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამართლიანობის აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. გიგუაშვილის ეთანხმება პრემიერის მოსაზრებას, რომ არ შეიძლება პროცესების ხელოვნურად დაჩქარება და სამართალი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უნდა აღსრულდეს.
მისი თქმით, უკანონოდ დაპატიმრებული რიგითი მოქალაქის უფლებების აღდგენა და ზიანის კომპენსაცია სახელმწიფომ აუცილებლად უნდა განახორციელოს.
„სამართლიანობის აღდეგნა არ ნიშნავს „ნაციონალი“ მაღალჩინოსნების დაპატიმრებას და დასჯას. ადამიანები შელახული უფლებების დაცვასა და წართმეული ქონების კომპენსაციას ითხოვენ. ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების უფლებების აღდგენა და ზიანის კომპენსაცია სახელმწიფომ აუცილებლად უნდა განახორციელოს“, – აღნიშნავს ამირან გიგუაშვილი.
“პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ პრემიერის განცხადებას და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხსაც ეხმაურება.
როგორც გიგუალშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ფაქტია, რომ საქართველო რამდენიმე დღეში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერიოს ხელმოწერის პროცესში, გარკვეულ წილად ხელისუფლების დამსახურებაცაა, რადგან მათ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სცადეს.
„ფაქტია, რომ ჩვენ თუ რამე სასწაული არ მოხდა რამდენიმე დღეში ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ და დიდი ევროპული ოჯახისკენ უმნიშვენლოავენს ნაბიჯს გადავდგამთ. რუსეთის მიერ საქართველოს ამ პროცესში ჩაურევლობა საერთაშორისო თანამეგობრობის და აშშ-ს ზეწოლის შედეგია, რომელიც რუსეთის მიმართ განხორციელდა უკრაინის მოვლენების გამო. ცხადია არ გამოვრიცხავ მთავრობის მიერ შეტანილ წვლილსაც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობით. ეს აქტივში სწორედ ამ ხელისუფლებას ჩაეწერება“, – აღნიშნა გიგულაშვილმა.