ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილიაობის დღესასწაული აღინიშნება

2 აგვისტოს, 16:00 საათზე, ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ილიაობის დღესასწაული აღინიშნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ილიაობა ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილიას ძალიან უყვარდა. „დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.
ილიას სახლის ეზო კვლავაც ღიაა და ღირსეულად მასპინძლობს სტუმარს. უკვე ტრადიციად ქცეული ფორმატით, 2019 წლის 2 აგვისტოს მასპინძელი მხარე სვანეთი იქნება. ილიაობას საგურამოში წარმოდგენილი იქნება სვანური კულტურა – ფოლკლორი, პოეზია, მხატვრობა“… – აცხადებენ ორგანიზატორები.
ილიაობის დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიაობის მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები