„ჩემი მონაწილეობა ბრიუსელის დელეგაციაში საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდება“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იქნება თუ არა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად გაემგზავრება, გადაწყდება არა მისი სურვილით, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე.
“ამ საკითხს სურვილით, მე მგონი არ წყვეტენ. ამ შემთხვევაში ის ქვეყნები, სადაც ეს საკითხი სურვილით წყდება, არ არის დემოკრატიული და არ არის სამართლის, ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტებზე დამყარებული. ბუნებრივია, ამ საკითხს გავივლით და არა ჩემი სურვილიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები