დავით ნარმანია ვაზისუბნისა და კახეთის გზატკეცილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს ვაზისუბნის მე-2 მკ/რ -ის, მე-8 ლეგიონისა და კახეთის გზატკეცილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კოალიცია “ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.