“დარწმუნებულები ვართ, შეეშინდათ დისკუსიის” – ბაჩოსა და გურის პასუხის პასუხი აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებს (ვიდეო)

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსები – ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი დისკუსიაში მიწვევაზე აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების უარს პასუხობენ.
„აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები, რომლებმაც პარლამენტთან შექმნეს მედიაპლატფორმა და ამბობდნენ, რომ ეს არის, ერთი მხრივ, აპარტიული აქცია და, მეორე მხრივ, ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება, შევთავაზეთ დისკუსია, ერთგვარი “ჰარდ თოქი”, რაზეც მივიღეთ მტკიცე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო. მთავარ მიზეზად სახელდებოდა, რომ “პოსტვ” ფეიკნიუს სააგენტოა.
დარწმუნებულები ვართ, რომ შეეშინდათ დისკუსიის, რადგან მათ გამართულ დისკუსიებში მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ქება და ახლანდელი „ევროპული საქართველოს“ ხოტბა ისმის. ჩვენი იქ მიპატიჟების შემთხვევაში კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ“, – ამბობენ ბაჩო და გური.
ამასთანავე, მათი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქციის ორგანიზატორები, რომლებიც ფეიკ ნიუსის წინააღმდეგები არიან, დისკუსიაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად ეს დაასახელეს, აქციაზე იცავენ და ჰგონიათ დასავლეთის საუკეთესო გამომხატველი მედიასაშუალება „რუსთავი-2“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ფეიკ ნიუსი.
„ჩვენც ძალიან შევცდით, როდესაც დავუშვით და გავიღეთ ის მსხვერპლი, რომ შეგვეთავაზებინა დისკუსიაში მიპატიჟება, უბრალოდ, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, იმ ტრიბუნიდან, „ოცნების“ ლანძღვასთან ერთად, გაგვეჟღერებინა და თანხმობა მიგვეღო, ასევე, “ნაცების” მავნებლურ და სადისტურ რეჟიმზე“, – აცხადებენ ბაჩო და გური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები