მაშველებმა სოფელ ჯუთადან დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს (ფოტოკოლაჟი)

ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ დაშავებული ტურისტი მაშველებმა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4-კაციანი ტურისტული ჯგუფის ერთ-ერთ წევრ ქალბატონს ტრავმა ჰქონდა მიღებული, რის გამოც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
​”შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ, იყო დაშავებული ტურისტი, რომელიც, მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველები, რომლებსაც, რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ.
ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4-კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრავმა ჰქონდა მიღებული.
მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შეაფასეს არსებული სიტუაცია. რთული რელიეფის გამო, დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
ყაზბეგის მიმართულებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქალბატონს შესაბამისი მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამაია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები