სალომე ზურაბიშვილი: პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარებას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „აისი“-ს ეწვია და კინოხელოვნების ბანაკი დაათვალიერა.
ზურაბიშვილი, ასევე, გაეცნო კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზასა და   პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, „აისი“ წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სხვადასხვა პროფესია ისწავლება, მათ შორის – მეღვინეობა, მევენახეობა, ვეტერინარია, დურგლობა, მზარეულობა და სხვა.
კოლეჯს აქვს დამხმარე ნაგებობები: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, სათონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი, ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნო.
სალომე ზურაბიშვილი კოლეჯის საკონსერვო საწარმოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და თავად დააგემოვნა სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია: მურაბები მწნილები, კომპოტები, წვენები და საწებლები.
სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთიდან, საინგილოდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებიც კინოხელოვნების ბანაკში ისვენებენ.
„პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები