არჩილ თალაკვაძე: შემაშფოთებელია გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, როცა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ეს არხი და მედია ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იარაღი იყო. მისივე თქმით, ამგვარი რამ მიუღებელია.
„ძალიან შემაშფოთებელი იყო ის, რაც გვარამიამ თქვა, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაბამისად, შემაშფოთებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყვნენ იარაღი. ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდანაც სჭირდება ამას შეფასება. მიუღებელია, რომ მედია და ჟურნალისტების საქმიანობა იყოს პოლიტიკური პარტიის იარაღი და მისი პირდაპირი მანიპულაციის საგანი, რაც დაადასტურა ნიკა გვარამიამ თავის გამოსვლაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რადენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ქვეყნის დასაცავად მხოლოდ იარაღი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები