თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
შს სამინისტროს ცნობით, ​გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჩავიდნენ.
“დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მეხანძრე-მაშველები დაესწრნენ.
გელა მელიქიძის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ გელა მელიქიძე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა. ის მეხანძრე-მაშველად 24 წელი მუშაობდა.
​შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს”,-ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები