რუსუდან თევზაძე: იაკობ გოგებაშვილმა უნიკალური სწავლების მეთოდიკა შექმნა, თუმცა განათლების ახალი მიდგომების გათვალისწინებით, თანამედროვე სახელმძღვანელოს შექმნა აუცილებელიცაა

“ამოსავალი სწორედ ის უნიკალური მეთოდიკაა, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა შექმნა, თუმცა განათლების ახალი მიდგომების გათვალისწინებით, ცხადია, დასაშვებია და აუცილებელიც თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნა”,-ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ ახალი სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ნებისმიერი საგნის გრიფირებული სახელმძღვანელო შედეგის მიღწევის ერთ-ერთი მექანიზმია და არა ერთადერთი.​

“იაკობ გოგებაშვილი გახლავთ ის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომლის ღვაწლზე და უდიდეს მნიშვნელობაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, იმედია, ყველა ვთანხმდებით! არსებითია, გაიმიჯნოს მსჯელობა გოგებაშვილის სახელმძღვანელოზე და მის მიერ შექმნილ სწავლების მეთოდიკაზე. ამოსავალი სწორედ ის უნიკალური მეთოდიკაა, რომელიც მან შექმნა, თუმცა განათლების ახალი მიდგომების გათვალისწინებით, ცხადია, დასაშვებია და აუცილებელიც თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნა. სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვის უმთავრესი დოკუმენტი, ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს სასწავლო-სააღმზრდელო კომპონენტებს. ნებისმიერი საგნის გრიფირებული სახელმძღვანელო კი შედეგის მიღწევის ერთ-ერთი მექანიზმია და არა ერთადერთი.​

​სწავლა-სწავლების პროცესში, პედაგოგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა, მათივე აღსაზრდელების საკეთილდღეოდ. ისეთ ფრთხილ და სენსიტიურ სფეროში, როგორიც განათლებაა და განსაკუთრებით ბავშვების განათლება, არარეკომენდებულია პათეტიკური პასაჟით გაჟღენთილი მტკიცებულებები”,-წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები