ვანო ზარდიაშვილი: იმედია, ნიკა გვარამია არ იტყვის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე მეც მოვახდინე ზეწოლა

ევროსასამართლომ ხაზგასმით თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა გამართულად და ეფექტიანად მუშაობს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე განუცხადა.
ზარდიაშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელთან ერთად მუდმივ სინქრონში იყო, რომლებიც სასამართლოს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახორციელებდნენ.
რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკასა და დამოუკიდებლობას, დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოში გარანტი იყო სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის.
“ასე გაგრძელდება და ყველა მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება, თავისი საქმიანობა დამოუკიდებელ და თავისუფალ სივრცეში განახორციელოს. რაც შეეხება ანონიმურ წერილს, „რუსთავი 2“-ში შესული ანონიმური წერილები იქნება ნიკა გვარამიას ბინძური ნაყოფის წყარო. ეს დაკავშირებული იქნება ნიკა გვარამიას ფანტაზიებთან“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს კრიტიკული „რუსთავი 2“.
„მისი დამცველები ვიქნებით ყველა ჩვენთაგანი. „რუსთავი 2“კერძო მესაკუთრის ხელში იქნება და იქნება დამოუკიდებელი. ვიქნებით გარანტი, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს. მომწონს მედიასაშუალებების კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ძალიან არ მომწონს ცილისწამებლური, ტყუილზე აწყობილი კამპანია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, ნიკა გვარამია ახორციელებდა. არაერთი ცილისწამებლური კამპანია ვიხილეთ, თუნდაც, მე ვარ მსხვერპლი ცილისწამებლური კამპანიის. იმედია, ნიკა გვარამია არ იტყვის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე მეც მოვახდინე ზეწოლა“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება ოქრუაშვილის დღევანდელ განცხადებას დეპუტატის თქმით, მას ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ნაკლები სანდობაა მაქვს.
“ვუყურებთ მის ურთიერთობას მიხეილ სააკაშვილთან. ვიცით, რა გაუკეთა სააკაშვილმა, ციხეში გამოკეტა. მისი კომენტარები ვნახეთ და დღეს ისევ ერთად არიან. ქართულ საზოგადოებაში სააკაშვილისა და ოქრუაშვილის ურთიერთობას დადებითად არ აფასებენ“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები