საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57% უჭერს.
გარკვეულწილად მხარს უჭერს 18%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 4%, სრულად ეწინააღმდეგება 8%.
რაც შეეხება ნატოს, ალიანსში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 49% უჭერს. გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%, სრულად ეწინააღმდეგება 13%.
კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.