საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ (ფოტოკოლაჟი)

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო ფორმა შეიცვალა.
მათივე ინფორმაციით, თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და მაღალხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები