ცხინვალის მიერ ძებნილი ორი პირი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს

0

ცხინვალის მიერ ძებნილი ორი პირი – სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი ერგნეთში დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 322 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევას გულისხმობს.
გარდა ამისა, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს – როგორც უწყებაში განმარტავენ, ისინი განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ცხინვალის მტკიცებით კი  ძებნილი ორი პირი შეიარაღებულია. ბოროტმოქმედებს, ოპერაციის ფარგლებში, 16 ივლისს დასახლებულ პუნქტში ერთ-ერთი საცხოვრებველ სახლში მიაგნეს.
ორმხრივი სროლის დროს 28 წლის გაბარაევმა და 36 წლის კაბისოვმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს და მიმალვა შეძლეს.
დაჭრილია ორი მილიციელი და ერთ-ერთი ბოროტმოქმედი.

კომენტარები

კომენტარი