20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

0

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ აქციის მონაწილე მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ჯერ უცნობია, დაცვის მხარე გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ რცხვენია ჩადენილი საქციელის და ის აქციაზე მყოფ მოქალაქეებს აჰყვა.

მუხრან ფანგანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი