გიორგი გახარია: პროკურატურაში რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ, რადგან ჩვენ ვიცით, სიმართლე რომელ მხარესაა 

“ყველა კითხვას, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა, მოგეხსენებათ, გენერალური პროკურატურა სამოხელეო გადაცდომას იძიებს, შესაბამისი პასუხი გავეცი. ბიძინა ივანიშვილმა აქციის დაშლის შესახებ მეორე დღეს გაიგო”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, ასევე, აუცილებლად უნდა დადგინდეს იმ პირების ზუსტი ვინაობა, ვინც მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი გახადა.
“დღეს შს სამინისტროსა და მთავრობის ძირითადი საზრუნავია ამ ღონისძიების დროს, ძალადორივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებული მოქალაქეებზე ზრუნვა, გარდა ამისა მნიშვნელოვანია გამოძიება რომელიც უწყებაში მიმდინარეობს რომელმაც უნდა გამოავლინოს ის პირები ვინც ეს მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი გახადა. რასაც სისტემური შტურმი მოყვა პარლამენტზე, რომლის მოსაგერიებლად პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. გამოძიების ყველა დეტალი უნდა გახდეს ღია და საჯარო საზოგადოებისთვის. მე რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ პროკურატურაში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კარგად ვიცით, სად არის სიმართლე”, – განაცხადა გახარიამ.

​მინისტრის თქმით, თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, ამაზე სამართლებრივი რეაგირება​ იქნება.

​საქმის მასალებში ყველაფერია, რაც პროკურატურას სრულფასოვანი გამოძიებისთვის სჭირდება. შსს-მ და პოლიციამ შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. ხოლო  თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ სანამ პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები