შსს: 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულ თანამშრომელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს.
“20 ივნისის მოვლენებისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს.
გენერალურმა პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დღეს ერთ-ერთი სამართალდამცავი დააკავა.
გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიტიკოსების მოწოდებების შედეგად, აქცია გახდა ძალადობრივი, მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტის შენობის შტურმით აღება და ფიზიკურად იძალადეს პოლიციელებზე, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული საშუალებების გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ხოლო დისციპლინურ გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ”, – აცხადებენ შსს-ში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები