ანსამბლი „სამა“ ტალანტების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც ჰოლივუდში იმართება (ფოტოკოლაჟი)

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ ტალანტების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც ყოველწლიურად ლოს- ანჯელესში, ჰოლივუდში იმართება.
„საქართველო უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ერია. ქართული ცეკვა ესაა ჩვენი ქვეყნის ისეთი მემკვიდრეობა, რომელმაც შექმნა ტრადიციები და ქვეყნის სახელი გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ უკვე 15 წელია, მოღვაწეობს, ქმნის და იცავს ტრადიციებს. გამორჩეულია ანსამბლის ხელწერა, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ქორეოგრაფიულ ნიმუშებზე. ანსამბლმა მოღვაწეობის 15 წლის განმავლობაში, არაერთი სოლო კონცერტი გამართა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, აქტიურადაა ჩართული შემოქმედებით და საქველმოქმედო ღონისძიებებში.
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ მოღვაწეობს საავტორო უფლებების დაცვით.
2019 წლის ივლისის თვეში, ჰოლივუდში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატში ტალანტებისთვის, რომელიც ყოველწლიურად ჰოლივუდში იმართება და მასში მონაწილეობენ ტალანტები (მოცეკვავეები, მსახიობები, მოდელები, ინსტრუმენტალისტები, ვოკალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები) 60 ქვეყნიდან. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიო ვარსკვლავის ოქროს თასისთვის, ფულადი ჯილდოსა და სხვადასხვა ნომინაციებში, ასევე, სასწავლო სტიპენდიებისთვის. ჩემპიონატის მსვლელობის დროს ტარდება სემინარები და ვორქშოფები.
„მსოფლიო ვარსკვლავი“- ეს არის ჩემპიონატი საშემსრულებლო ხელოვნებაში, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს“, -აცხადებენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სამას“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები