პროკურატურა: მოძალადეების მიერ პოლიციური კორდონის გარღვევას, მათი მოგერიების მიზნით, სპეციალური საშუალებების გამოყენება მოჰყვა

“მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა პოლიციელთა მხრიდან, მათი მოგერიების მიზნით, სპეციალური საშუალებების გამოყენება”, – ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა “ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში”.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ნიკანორ მელიას საქმეში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან, მათ შორის, ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებით.

დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად, არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით, გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ, მასზე დაყრდნობით, შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას.

დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ ვიდეომტკიცებულების სრულ ვერსიას და მათ შორის, იმ ეპიზოდსაც, რომელზეც ასე დაჟინებით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას დაცვის მხარე. ვიდეომტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა. ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა “ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში” და ასე შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან ამ მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად, მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით, სპეციალური საშუალებების გამოყენება”, – განაცხადა პროკურორმა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები