მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო 

თბილისში, გუშინ ღამით, მაჩაბლის ქუჩაზე რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, აგრესიულმა ჯგუფმა ერთ-ერთ გამვლელს გრძელი თმის გამო, ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
“კვირა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შს სამინისტროს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე გამოიკითხება და გამოძიება დაადგენს, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
“მაჩაბელის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზებს, გამოძიების შედეგად დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება”,-აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები