პროკურატურა: ამ დროისთვის, მელიას საქმეზე გამოკითხულია 80-მდე პირი, სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე კი 230-მდე ადამიანი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკანორ მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისთვის, გამოკითხულია 80-მდე პირი. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამ ეტაპზე, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები