სოფო კილაძე: ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს ისტორიაზე ინფორმაციის სწორად გავრცელებას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, საქართველოს ისტორია არის ერთ-ერთი საფუძველი, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს და მასზე სწორი ინფორმაციის გავრცელებას ყველამ ხელი უნდა შეუწყოს.მისივე განცხადებით, ყველამ კარგად იცის ისტორია და ისიც, ვინ არის ოკუპანტი.

„საქართველოს ისტორია არის ჩვენთვის ერთ-ერთი საფუძველი, რომლითაც ვამაყობთ. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს ისტორიაზე ინფორმაციის სწორად გავრცელებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ეწევა ანტიქართულ პროპაგანდას. არ მგონია, ამან დიდი ზეგავლენა მოახდინოს, რადგან ყველამ კარგად ვიცით ისტორია და ვინ არის ოკუპანტი, მაგრამ თუ კიდევ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა გავავრცელოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და რა თქმა უნდა, სწორად, ამ ნაბიჯებს მივესალმები“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები