პარლამენტთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

პარლამენტთან აქციაზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ინციდენტში მონაწილე პირები ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ამასთან, გამოკითხვაზეა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, რომელიც მომხდარს ადგილზე შეესწრო.

უკვე გამოკითხეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი.

„როდესაც პარლამენტის წინ ჟღერდა სიმღერა „გახარიას უხარია“, მოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც ადრეც იყვნენ შემჩნეულები დესტრუქციულ ქმედებებში. აგინეს იქ მყოფებს. მერე 16 წლის არასრულწლოვან ბავშვს ჩაარტყეს და გალახეს. როდესაც ისინი ხალხმა დააკავა და პოლიციას გადასცა, რაღაც დროის შემდეგ პოლიციამ ისინი უბრალოდ. ამ ფაქტმა გამოიწვია ჩვენი დიდი უკმაყოფილება. პოლიციასთან მოვედით, ვესაუბრეთ. ჯერ უარყოფდნენ, რომ საერთოდ ვიღაც გაუშვეს, იძახდნენ რომ ერთი არის დაკავებული, მეორე არ არის დაკავებული, მეორე არ იცოდნენ რომ რამეში დამნაშავე იყო. და ბოლოს თქვეს, რომ ორივე პიროვნება შეჩერებული ჰყავთ. ახლა ველოდებით, როდის ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებს“,- განუცხადა ლექსო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები