სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან გათავისუფლებულ დირექტორებს მერია კომპენსაციის სახით 24-24 ათას ლარს გადაუხდის

საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიას 2016 წელს გათავისუფლებული 12 საბავშვო ბაღის დირექტორისთვის კომპენსაციის სახით 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა დირექტორების თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სასამართლომ მათ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დირექტორები თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
“თორმეტივე მათგანის გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ახლა რაც შეეხება აღდგენასთან დაკავშირებით – სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღდგენის ნაცვლად თითოეულ მათგანს განუსაზღვრა 24 000-ლარიანი კომპენსაცია. მათ, ასევე, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი სახელმწიფოსათვის. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა ადვოკატის ჰონორარი თითოეულის ნაწილში სამასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ, დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, 12 საბავშვო ბაღის დირექტორი 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები