მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

დამამძიმებელ გარემოებებში, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ამასთან, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა.
ადვოკატის თქმით, კალანდიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით შევწყვეტთ ბრძოლას. არსებით სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ, რა თქმა უნდა, განმეორებით იქნება დაყენებული აღნიშნული შუამდგომლობა”, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს – პროკურატურის პოზიციაა, რომ საქმეში არსებობს რისკები, რის გამოც მიხეილ კალანდია უნდა იყოს პატიმრობაში, მათ შორის – მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საქმე.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები