ნიკა მელია: უწყვეტმა ვიდეოკადრებმა “ქართული ოცნების” პროპაგანდა თავდაყირა დააყენა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, წუხელ გვიან ღამით გავრცელებული ვიდეოკადრები ადასტურებს იმას, რომ პარლამენტში შეჭრის საფრთხე, როდესაც დარბევა დაიწყო, არ არსებობდა.
აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გუშინ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეოკადრებმა სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე “ქართული ოცნება” ამტკიცებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა თავდაყირა დადგა და მთლიანად დაინგრა – პროპაგანდა, რომელიც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, 20 ივნისიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევის აუცილებლობა იმიტომ დადგა, ვინაიდან მათ დაინახეს მყისიერი საფრთხე პარლამენტზე შტურმის მიტანისა მომიტინგეების მხრიდან. თუმცა, გუშინ გავრცელებულმა ვიდეომასალამ მართლაც სრულიად საპირისპირო რამ დაადასტურა. დაადასტურა ის, რომ ღამის საათებში – დაახლოებით, 12-ის ნახევარზე, პოლიტიკური პარტიებს ლიდერები, მათ შორის – მეც, ხალხისგან ნებადართულები ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ რაღაც საშვი და შევსულიყავით პარლამენტის შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად. იმ დროს, როდესაც აბსოლუტური სიმშვიდე იყო და პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ შეიმჩნეოდა არანაირი შეხლა-შემოხლა, დაიწყეს უმოწყალო დარბევა და ეს დარბევა გაგრძელდა დილის 06:00 საათამდე. მადლობა ღმერთს, ეს კადრები ჩვენ მოვიპოვეთ, უწყვეტი კადრები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალობა დამტკიცდეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას რამდენიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესა, ხოლო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კიდევ ერთი შეზღუდვა დაუმატა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მელიას ელექტრონული მონიტორინგი სახელმწიფო ბრალდებას უნდა განეხორციელებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები