ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით განმარტა, რომ მერებაშვილს პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურება და, ვინაიდან 15-მდე სასამართლო სხდომა ვერ ჩაინიშნებოდა, იგი დარბაზიდან უნდა გათავისუფლებულიყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე, გიორგი მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სსკ-ის საქმეზე არიან მსჯავრდებულნი, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.
სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები