უკრაინაში 5 ქართველი მაშინ დააკავეს, როცა ისინი აივნიდან გაქცევას ცდილობდნენ – “გაძარცვულია ათეულობით სახლი”

უკრაინის ქალაქ დნეპრში სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ათობით სახლის გაქურდვაში ედებათ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავებულებიდან 2 ქურდობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი. სააგენტო “34.ua”-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ისინი ერთ-ერთი ძარცვის დროს ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ მძარცველები მაშინ შეამჩნია, როცა ისინი აივნის დახმარებით სახლიდან გამოსვლას ცდილობდნენ.
დაკავებულებს 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემდეგ, მათ თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები