მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში.
„არ ვცნობ თავს დამნაშავედ”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ კალანდია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს, პატიმრობა კი 6 ივნისს შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები