მოქალაქეს, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა, 8 წელი მიესაჯა

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.ც., თბილისში, ვარკეთილი3-ის პირველ მიკრორაიონში მდებარე შპს „მიმინო 3“-ის მაღაზიაში დანით თავს დაესხა მოლარეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მას შპს ,,მიმინო 3“-ის კუთვნილი 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლ.ც. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები