ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არხის პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მანამდე “კვირას” გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა, ნიჟარაძის მოთხოვნა რამდენიმე გარემოებას ეფუძნებოდა.
​”დღეს მოხდება დღის წესრიგით გათვალისწინებული იმ საკითხების განხილვა, რომლებიც წინა კრებაზე ვერ მოესწრო. ერთ-ერთი ასეთი საკითხია აუდიტორულისთვის დასასმელი კითხვების ორგანიზება. ერთ-ერთ საკითხად, ასევე, წარმოდგენილია კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაწეული საქმიანობის მოწონება, თუმცა ჩვენ, როგორც პარტნიორებს, სხვა წინადადება გვაქვს – დიდი ალბათობით, კრებაზე დავაყენებთ თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადადგომის საკითხს. როგორც ცნობილია, ჩვენ ვითხოვთ კომპანია “რუსთავი 2 -სთვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურებას კომპანიის სასარგებლოს. ეს არის ძირითადად სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხების არამიზნობრივად, დიდი ოდენობით გადაცემა შუამავალი კომპანიებისთვის, რითაც თავად ტელეკომპანია დაზარალდა. სწორედ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, კრებაზე დავაყენებთ თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხს”, – აღნიშნა გიორგი ყავლაშვილმა კრების დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები