ვარკეთილში მდებარე კორპუსში ხელყუმბარის აფეთქების მიზეზი შურისძიება იყო – შსს-მ ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა  ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს  ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულებთან; მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო “რგდ”-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები