გიგი უგულავამ სასამართლოს შენობა დატოვა

“ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვა. მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. როგორც უგულავამ განაცხადა, პროკურატურა და შს სამინისტრო მისტიკურ სახელმწიფო გადატრიალებას იძიებენ.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ს ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიკურ სახელმწიფო გადატრიალებას. სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო, როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არაერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭიდონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები