პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების წინააღმდეგია

“რაც შეეხება საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას – მე ამას არ გავაკეთებდი, სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გატარებასთან დაკავშირებით დუმას რეკომენდაციას.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაცია მისცა.
დოკუმენტში, რომელსაც ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, რუსი დეპუტატები კატეგორიულად გმობენ “საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს” და მთავრობას ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვენ.
საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 412 კანონმდებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები