პროკურორი: ოქრუაშვილმა არც გაგვაფრთხილა, ქვეყანას რომ ტოვებდა

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყება არ გაუფრთხილებია, რომ ქვეყნის დატოვება აპირებდა. მაგრამ, როგორც მან განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არაა, რადგან მედიაში არსებობს ჩანაწერები, სადაც ის ამბობს, რომ მას ყოფილი პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ავალებდა.
„უნდა დაკითხულიყო ირაკლი ოქრუაშვილი. ის კარგად იყო ინფორმირებული. იცოდა თარიღი, დრო. თუმცა არც გაგვაფრთხილა, დატოვა საქართველო. შესაბამისად, ვერ მოხერხდება მისი დაკითხვა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხი არაა, რადგან გვაქვს მისი გაცხადებული ჩანაწერი მედიაში, რომ მას ყოფილი პრეზიდენტი ავალებდა პატარკაციშვილის მკვლელობას აფეთქებით”, – განაცხადა პროკურორმა.
როგორც ცნობილია, მას საქმის ორ მთავარ მტკიცებულებას, ფარულ აუდიოჩანაწერებს მოასმენინებენ, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, თავად ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები