„კერძო დაცვის კომპანია „დეტის“ თანამშრომლები ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებიან“- კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ზეწოლაზე საუბრობს

კერძო დაცვის კომპანია „დეტის“ ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ერისთავი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების მხრიდან დისკრიმინაციისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები დღემდე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
„ვარ კერძო დაცვის კომპანია „დეტის“ ყოფილი თანამშრომელი. კომპანიაში 3 თვის განმავლობაში ვიმუშავე, სადაც ხდებოდა ჩემი უფლებების შელახვა სხვადასხვა ფორმით. დავიწყოთ იქედან, რომ ვმუშაობდი 3 დღის განმავლობაში, 48 საათს  კანონსაწინააღმდეგოდ. დაცვის ერთ-ერთი უფროსი, ჯაბა ქუჩულორია სისტემატურად მოითხოვდა ჩემგან, რომ მისთვის სახლიდან, საკუთარი ხარჯით საკვები მიმეტანა. რადგან ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი ჩემს მიმართ მისი დამოკიდებულება გახდა აგრესიული, ცინიკური, მაძლევდა დაუსაბუთებელ შენიშვნებს, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებები. კომპანიის სხვა თანამშრომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით, რაც დაიწყო მას შემდეგ, რაც მოვითხოვე ჩემი უფლება-მოვალეობების განმარტება. არათუ გადმომცეს კონტრაქტი, ზეპირადაც არ გაუცნიათ მისი შინაარსი. ძალადობა იყო ფსიქოლოგიური ხასიათის, ჩაგვრა, უშვირი სიტყვებით მომართვა. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სამსახური. როცა საქმის კურში ადმინისტრაცია ჩავაყენე, მათი მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მივმართე პროკურატურას, სახალხო დამცველის აპარატს. ვაპირებ, მივმართო სასამართლოსაც.
მუქარა დღემდე გრძლედება, კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენელი მემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით და სხვადასხვა პრობლემის შექმნით. მეუბნებიან, რომ ხმა არ უნდა ამოვიღო“, – განაცხადა ერისთავმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები