„წითელ ხიდზე“ 18 984.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“  არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე კ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსისა და აზერბაიჯანის მოქალაქის ე.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 18 984.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (87.92 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები