ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატზე ინფორმაციის გამოქვეყნებას აანონსებს – “საკითხი ეხება ძალიან სერიოზულ დარღვევას”

“უახლოეს მომავალში ერთ-ერთ კანდიდატზე გამოვაქვეყნებ ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო. მე, შევისწავლე იმ ადამიანის წარსული და საკითხი ეხება ძალიან სერიოზულ დარღვევას, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს კორუფციას”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა წყარო იქნება აბსოლუტურად დოკუმენტირებული და მტკიცებულებებით გაჯერებული.
“ეს ადამიანი გადავიდა და მოხვდა 50-კაციან სიაში. ის არის მოქმედი მოსამართლე და მის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა. ყველა წყარო, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთებ განცხადებას, იქნება აბსოლუტურად დოკუმენტირებული და მტკიცებულებებით გაჯერებული. როცა ასეთი ადამიანი ხვდება 50-კაციან სიაში, რომელსაც აქვს სერიოზული დარღვევა წარსულში, ვფიქრობ, პროცესი არაობიექტურად მიმდინარეობს. ამასთან, ვიცით, რომ საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ ცოლის ძმის, ლევან თევზაძის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა; მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა კი – მაზლის არჩევაში. ეს არის საგანგაშო ვითარება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები