დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს: არსად გემალები არც შენ და არც პუტინს, თბილისში ვცხოვრობ

„საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ ყოვლისა, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი“, – ამ სიტყვებით პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტ  რამზან კადიროვს მიმართა.
“გიორგი გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ ყოვლისა, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და  არსად არ გემალები  არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ”, – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები