შსს: აქციებზე უსაფრთხოების ზომების და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო დანაყოფები არიან მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში აქციის ადგილებზე უსაფრთხოების ზომების და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო დანაყოფები არიან მობილიზებული, – ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

„დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. აქციის ადგილებზე უსაფრთხოების ზომების და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მობილიზებული არიან შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო დანაყოფები“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები