მამუკა სალუქვაძე: ერთ-ერთ დაპირისპირებულ მხარეს სათავეში უდგანან პოლიტიკოსები, უფრო მეტიც, პარლამენტის დეპუტატები
ურბანისტი მამუკა სალუქვაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით წერს და პოლიტიკოსებს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
,,ერთ-ერთ დაპირისპირებულ მხარეს სათავეში უდგანან პოლიტიკოსები, უფრო მეტიც, პარლამენტის დეპუტატები. იმის მაგივრად, რომ დაამშვიდონ სიტუაცია, პროცესები გადაიტანონ არაძალადობრივ ჭრილში, არ დაუშვან დაპირისპირება მოქალაქეებს შორის და თავიდან ააცილონ ქვეყანას სისხლისღვრის რისკი, რას ვხედავთ? მოუხმეთ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას და ყველაფერი გააკეთეთ თქვენი მხრიდან, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ,”- წერს მამუკა სალუქვაძე.