ლევან ნიკოლეიშვილი: სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოზე შეტევა მიმდინარეობს

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

,,სამწუხაროდ, კიდევ ერთი დაძაბულობის მომსწრეები ვხდებით რუსთაველის პროსპექტზე. ამ ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ყველას გააჩნია. შესაბამისად პრაიდის მოწინააღმდეგებსაც აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი. მათ წინააღმდეგ პუშკინის სკვერში რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების შეკრება და კონტრაქციის დაანონსება, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველზე წასვლა არაფერია არა თუ არა ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა. ამ პოლიტiკური ძალების უპასუხიმგებლო ქმედება სწორედ, რომ ისევ და ისევ დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობას ემსახურება. როგორც ვხედავთ სახელმწიფოზე შეტევა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებებით. ასეთ შემთხვევაში კი არეულობაზე და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა სწორედაც, რომ რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს ეკისრება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კვლავ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ვაჟკაცი პოლიციელების იმედათაა, რომლებიც დარწმუნებული ვარ არ დაუშვებენ დესტაბილიზაციაის კიდევ ერთ მცდელობას,”- წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები