გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა

„რუსთავი 2-ის“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერდა. ეს შეზღუდვა ეხება იმ გადაცემებს, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას („არჩევანი“ და „პოსტსკრიპტუმი“)“, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიამ მძიმე პროფესიული შეცდომა დაუშვა.

„1. გაბუნიას უხამსობა იყო უადგილო, უგემოვნო და დამაზიანებელი საკუთრივ იმ ბრძოლისა, რომლის ნაწილიც უნდა ყოფილიყო ეს განცხადება.

2. გაბუნიას უხამსობა იყო მძიმე პროფესიული შეცდომა, რადგან არ შეიძლება, გამოხატვა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ გადაფაროს ამ გამოხატვით გადმოცემული შინაარსი და ზიანი მიაყენოს ამ გამოხატვის ლეგიტიმურ მიზანს.

3. გაბუნიას უხამსობა იყო სრულიად შეუსაბამო ქვეყანაში და საკუთრივ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მიმდინარე კონტექსტთან. მან შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახადა უსაფუძვლო სპეკულაციების ცირკულირება არხის მხრიდან დაძაბულობის ინსპირაციის თაობაზე.

4. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არხის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით შეუჩერდა უფლებამოსილება. ეს შეზღუდვა ეხება იმ გადაცემებს, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი და პოსტსკრიპტუმი)“, – წერს გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები