ნიკა მელია: ვწუხვარ, რომ ცნობილი მიზეზების გამო დღეს ვერ შევუერთდები ხალხს, რომელიც იცავს სამშობლოს

“ვწუხვარ, რომ ცნობილი მიზეზების გამო დღეს ვერ შევუერთდები ხალხს, რომელიც იცავს სამშობლოს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.}
მელია “პუშკინის სკვერში” დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
“ჩვენ თვალწინ იცვლება რეალობა; ჩვენ თვალწინ იხსნის (უკვე მერამდენედ) ნიღაბს ოკუპანტი ქვეყნის აგენტურა; ჩვენ თვალწინ ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომელიც ავლენს გმირობას, უჩვეულო სიმამაცეს.
დიახ, იცვლება დრო და იცვლება როგორც გმირობის ჩადენის, გამოვლენის, ისე სამშობლოს, თავისუფლების დაცვის ფორმებიც და საშუალებებიც. დღეს, 19 საათიდან “პუშკინის სკვერში” დაიწყება აქცია – #არაოკუპაციას #გახარიაწადი
ვწუხვარ, რომ, ცნობილი მიზეზების გამო, დღეს ვერ შევუერთდები ხალხს, რომელიც იცავს სამშობლოს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის”, – წერს ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები