გიორგი თავდგირიძე: რუსეთი აგრძელებს ომს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით

„რუსეთი აგრძელებს ომს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით“, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა საჭიროა ევროპისა და ამერიკის ფინანსური დახმარება, სანამ საქართველოს ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო.
„რუსეთი აგრძელებს ომს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით და ვისაც ეს ეხება, გაბუნიასა და პუტინის დედის გინების არაპროპორციულობაზე ვიშვიშს რომ შეეშვას და სათანადო ქმედებების მოფიქრება და განხორციელება რომ დაიწყოს, ის დროა. ევროპისა და ამერიკის ფინანსური დახმარება ახლაა საჭირო, სანამ ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო.
პ.ს. – ბიზნესმენებს აუხსენით, რომ რუსული ბაზარი საბოლოოდ და შეუქცევადად დაიხურა და დაეხმარეთ ახალი ბაზრისთვის მოემზადონ;
– ადეკვატური ზომებია რუსების მიმართ გასატარებელი;
– იმსჯელეთ, იმსჯელეთ გეგმებზე და შეეშვით ამ ნაცრის ყრას თავზე, მოცემულობებით იხელმძღვანელეთ და რეალობას გაუსწორეთ თვალი“, – წერს თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები